Geo/Eng

ალუმინის პროფილიანი მოძრავი უტიხრო შემინვის სისტემები

ალუმინის პროფილიან მოძრავ უტიხრო შემინვის სისტემებს ევროპაში უკვე 35 წელია იყენებენ და მათზე მოთხოვნილება დღითი დღე იზრდება. ისინი გამოიყენება ლოჯების, აივნების, ვერანდების, ტერასების, აუზების, აგრეთვე, სამედიცინო და საბანკო დაწესებულებების, რესტორნების/კაფეების, ბიზნეს და სავაჭრო ობიექტებისა და საგამოფენო დარბაზების ღია სივრცეების შესამინად.

უტიხრო შემინვის სისტემა არის ძალიან პრაქტიკული, ექსპლოატაციაში მარტივი, საიმედო და უსაფრთხო. იგი შიდა სივრცეში ქმნის მყუდრო და კომფორტულ გარემოს, ხოლო გარე ფასადი კი გამოირჩევა ელეგანტურობით, მიმზიდველობითა და ესთეტიკური დახვეწილობით.

Image 01

შემინვის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში უსარგებლოდ არსებული ფართი მთელი წლის განმავლობაში გამოყენებადია. პრაქტიკულად ხდება საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის ღია სივრცეების 100 %-იანი ათვისება, სადაც შეიძლება განთავსდეს სტუმრის მისაღები თუ ოჯახის წევრებისთვის მოსასვენებელი კუთხე, ყვავილნარი, საოჯახო ნივთები, სავარჯიშო ტრენაჟორები და ა.შ.

სპეციალური რგოლების მეშვეობით შესაძლებელია შემინული სისტემის ძალიან მარტივად და სწრაფად სრულად გაღება/დახურვა. შესაბამისად, თბილ დღეებში შემინული სივრცე შეიძლება გადაიქცეს ღია სივრცედ, ხოლო წვიმიან თუ ქარიან ამინდებში უმალ შეიძლება მისი დახურვა და შიდა ფართში მაქსიმალური მყუდროების შექმნა.

ალუმინის პროფილიან ანუ მოძრავ უტიხრო შემინვის სისტემებს მწარმოებლებისგან მინიჭებული აქვთ მინიმუმ 50 წლიანი ექსპლუატაციის ვადა. აღნიშნულ სისტემაში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ნაწრთობი და ძალიან მტკიცე, 8–12 მმ –იანი გამჭირვალე, ტონირებული ან სარკისებრი შუშა, რომელიც ძნელად იმტვრევა და არის აბსოლიტურად უსაფრთხო, ხოლო ჩარჩო დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ალუმინისგან, რომელზეც ვერ მოქმედებს გარემოს კლიმატური თუ სხვა სახის მექანიკური ზემოქმედება. ის აუმჯობესებს შიდა სივრცის თერმოიზოლაციას, იცავს ფართს ზედმეტი ხმაურისგან, ქარისგან, მტვრისგან, ჭუჭყისა და მწერებისგან.

სისტემის უპირატესობები:

  • მაქსიმალური ბუნებრივი განათება და იზოლაცია;
  • სივრცე გამოყენებადია მთელი წლის განმავლობაში;
  • ელეგანტურობა და კომფორტი;
  • პრაქტიკულობა, გამძლეობა და უსაფრთხოება.

საერთაშორისოდ აღიარებული კომპანია "Akdeniz A.S."-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში "Exclusive Georgia" გთავაზობთ სხვა და სხვა ფერის (ანოდირებული, ლამინირებული და სპეციალური წესით შეღებილი – თეთრი, ვერცხლისფერი, ხის ფაქტურის და ა.შ) ალუმინის პროფილიან მოძრავ უტიხრო შემინვის 2010-A, 2010-B და KSC (KSC -ლუქსი და KCS-SEMAZEN), აგრეთვე, SCS-L და SCS-X სისტემებს, რომლებსაც თან ახლავს სათანადო ტექნიკური და ეკოლოგიური სერტიფიკატები. ისინი ერთმანეთისგან ძირითადად განსხვავდებიან შემინვის სისტემის ჩარჩოებისა და შუშის ზომებით, კარებისა და ფანჯრების მობრუნების თავისებურებითა და შესამინი ფართის მოცულობების მიხედვით.