Geo/Eng

"Exclusive Georgia" არის შუშის, მეტალისა და ალუმინის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანიის – "Akdeniz A.S" -ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

ამასთან, კომპანია ახორციელებს მეტალისა და ალუმინის პროფილების მწარმოებელი ფირმის – "Altinel"-ის პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს ტერიტორიაზე.

"Exclusive Georgia" აერთიანებს სამენეჯმენტო, საინჟინრო-ტექნიკური და საფინანასო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

"Exclusive Georgia" მომხმარებელს სთავაზობს შემინვისა და შეფუთვის უახლეს ტექნოლოგიებს, მათ შორის ალუმინისა და შუშის უძრავი და მოძრავი კონსტრუქციების დაპროექტებასა და მონტაჟს, აგრეთვე, ფასადების მოპირკეთებას სხვადასხვა სისტემებით.

კომფორტი, ხარისხი, ინოვაცია - შეხედე ცხოვრებას ახალი თვალით!

კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ქართულ ბაზარზე.

კომპანიის ძირითადი პრინციპებია:

  • სანდოობა და საიმედოობა;
  • მაღალი ხარისხი და ოპტიმალური ფასი;
  • მომხმარებლების მოსაზრებებისა და ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება;
  • კეთილსინდისიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობა პარტნიორებთან;
  • სამენეჯმენტო, საინჟინრო-ტექნიკური და ეკოლოგიური სტანდარტების საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნებისა და ნორმების განუხრელი დაცვა.