Geo/Eng

შუშის კარები

Image 02

შუშის კარები ვიზუალურად ქმნის შიდა სივრცის გაფართოების ეფექტს და შეუცვლელია ნაკლებად განათებული შენობებისთვის. ისინი მზადდება ნაწრთობი მინისგან, რომელიც 5-6 –ჯერ უფრო მტკიცეა ჩვეულებრივ შუშაზე. მსგავსი კონსტრუქციების დაზიანება, თუნდაც პირდაპირი ზემოქმედების (დარტყმის) მეშვეობით, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან, შუშის კარებზე შეიძლება ნებისმიერი სურათის, ფოტოსა თუ სხვა სარეკლამო მასალის ან მანიშნებელი ინფორმაციის გადატანა ისე, რომ შიდა სივრცის განათების ხარისხი პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

ნიშანდობლივია, რომ მსგავსი ტიპის კარების მოვლა ძალიან ადვილია. მასზე არ რჩება მტვრის ან ნაკაწრების კვალი, არ მოქმედებს კლიმატური ფაქტორები – ყინვა, სინესტე, სიცხე და სხვ.

შუშის კარებს იყენებენ, როგორც კომერციულ და ბიზნეს ფართებში, ასევე კერძო სახლებსა და ბინებში. მათი საშუალებით შენობა განსაკუთრებულ ელეგანტურ იერსახეს იძენს.

"Exclusive Georgia" გთავაზობთ შუშის კარის სხვადასხვა სახეობას.