Geo/Eng

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა

დღესდღეობით, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა თითქმის ყველა შენობის განუყოფელი ნაწილია. ის უზრუნველყოფს შენობის შიდა ნაწილის სითბოსა და სიმყუდროვეს, იცავს მას გარედან შემოსული ხმაურისგან, კვამლისა თუ სუნისგან. მისი დამზადება არ არის დაკავშირებული დიდ სირთულესთან და ალუმინის კარ-ფანჯარასთან შედარებით ბევრად იაფი და ხელმისაწვდომია, ხოლო ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადები კი განპირობებულია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის თვისებით ადვილად გაუძლოს კლიმატურ და რაც მთავარია, გარემოს ტემპერატურულ ცვლილებებს

Image 01

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის თერმოიზოლაციის ხარისხი განისაზღვრება პროფილების სისქით, პროფილის შიდა კამერის რაოდენობითა და მინაპაკეტის ჰერმეტულობით, ხმის იზოლაცია კი დამოკიდებულია შუშის სისქესა და მინაპაკეტის საჰაერო სივრცის მოცულობაზე