Geo/Eng

შუშის გადახურვა

Image 01

შუშის გადახურვა ქმნის შენობის შიდა სივრცის ვიზუალური გაფართოების ეფექტს. ამასთან, მზის სხივების მეშვეობით ინტერიერი ნათდება და თბება მთელი დღის განმავლობაში, რაც საკმაოდ ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარების საჭიროებას. ბუნებრივი განათება კი დადებითად მოქმედებს თანამშრომლებისა თუ ოჯახის წევრების პოზიტიურ განწყობაზე.

შუშის გადახურვებს ხშირად იყენებენ ისეთ ადგილებში, სადაც გარედან სინათლის შეღწევა შენობაში შეზღუდულია ან როდესაც არქიტექტურული თვალსაზრისით გათვალისწინებულია, რომ ნაგებობას ჰქონდეს ელეგანტური და თვალსაჩინო იერსახე.

დღევანდელ დღეს შუშის გადახურვები გამოიყენება არა მარტო მსხვილ ნაგებობებში (მაგ. სავაჭრო ცენტრების თუ დიდი შენობების დახურული სივრცეების გასანათებლად), არამედ ოფისებში, რესტორნებში, კაფეებსა და კერძო სახლებში. მსგავსი გადახურვები ძალიან უხდება, აგრეთვე, აუზებს და ზამთრის ბაღებს, ვინაიდან დიზაინერული თვალსაზრისით ანიჭებთ მათ განსაკუთრებულ მიმზიდველობას.

თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული შუშის სახურავი ხასიათდება სიმტკიცით და ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით. ამასთან, ის არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

"Exclusive Georgia" გთავაზობთ დახურული და ღია ტიპის შუშის გადახურვებს.