ალუმინის მოაჯირი შუშით დიზაინერული თვალსაზრისით ძალიან ესთეტურია, მისი ძირითადი უპირატესობა არის კონსტრუქციის სიმსუბუქე და სიმტკიცე. ხსენებული მოაჯირის დამონტაჟება ხორციელდება სწრაფად და ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებშიც კი მისი მოვლა ძალიან ადვილი და მოსახერხებელია. ალუმინის მოაჯირებში შუშის არსებობა განსაზღვრავს მოაჯირის შემოსაზღვრულობის თვისებას, რის გამოც მათი გამოყენება შესაძლებელია შენობების სხვადასხვა სართულებზე., აგრეთვე, აივნებზე, ლოჯიებზე, სახურავებსა თუ სხვა სიმაღლეზე განთავსებულ ადგილებში.