"Spider" სისტემის მოაჯირის ძირითადი დამახასიათებელი ნაწილი არის სპეციალური ფოლადისაგან დამზადებული და დამუშავებული, მაღალი დეკორატიული თვისების მქონე სივრცული "კრონშტეინი", რომელიც მაგრდება შუშის ელემენტების ცალკეულ წერტილებში (ყოველი ასეთი მიმაგრების ადგილზე დატვირთვა უძლებს 50 კგ-მდე). აღნიშნული მიმაგრებების საშუალებით ხორციელდება დიდი ზომის შუშების ფიქსაცია, რაც რთული არქიტექტურული გადაწყვეტილებების შესრულების საშუალებას იძლევა. ამასთან, "Spider" სისტემის მოაჯირი გამოირჩევა გარემოს ტემპერატურისადმი მაღალი მდგრადობით, ვინაიდან შუშაზე ფოლადის მიმაგრების დამჭერი წერტილები აკომპენსირებენ შუშის გაფართოებას მისი გადახურების შემთხვევაში.